logo
ENG



მათიკაშვილი: წყალტუბოსთან დაკავშირებით ივანიშვილის კრიტიკა ღიმილის მომგვრელია

05 ნოე 201917:31
3 წუთის საკითხავი
 
k6hq9bgxzi3aa85.jpg

საპარლამენტო უმრვალესობის წევრი დავით მათიკაშვილი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ წყალტუბოს კურორტის შესყიდვას ეხმაურება და მას დადებით მოვლენად აფასებს. 

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, ივანიშვილის მიერ დაგეგმილი ინვესტიციის შედეგად, წყალტუბოში "ახალი სიცოცხლე დაიწყება". 

"ვაწყდებით სიტუაციას, როდესაც საქართველოს ისტორიაში, მართლაც ისეთი შემთხვევა დაფიქსირდება, რომელიც შეიძლება თვითონ ქველმოქმედების მასშტაბიც კი, სხვანაირად წარმოუდგინოს საზოგადოებას. ეს არის შემთხვევა, როდესაც საკურორტო ქალაქს ახალი სიცოცხლე ექნება იმ უდიდესი ინვესტიციის შემდეგ, რასაც ბატონი ბიძინა განახორციელებს," - განაცხადა მათიკაშვილმა. 

ამასთან დეპუტატი, ოპოზიციის კრიტიკასაც გამოეხმაურა და მას "ღიმილის მომგვრელი" უწოდა. 

"შესაბამისად ღიმილის მომგვრელია ოპოზიციის და ზოგადად, იმ ადამიანების აზრი, რომლებიც ამ უდიდეს პოზიტივში, რატომღაც ნეგატივს პოულობენ," - აღნიშნა მათიკაშვილმა.

 

 

 


close დახურვა