logo
ENG



მაია ბუწაშვილი: ნებისმიერი შეკრება მათ შორის არც ეკლესიაში არ უნდა ხდებოდეს

13 აპრ 202021:55
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა, გადაცემაში „COVID 19“ განაცხადა, რომ საზოგადოებამ ნებისმიერი თავშეყრისგან თავი უნდა შეიკავოს, ბუწაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში არ უნდა იყოს გამონაკლისები, ვინაიდან ეს ეპიდემიის გავრცელების საფრთხეს ქმნის.

„ნებისმიერი ტიპის შეკრება არ უნდა მოხდეს. მხოლოდ იმ ადამიანებს უწევთ შეკრება, რომლებიც პროფესიულად ვალდებული არიან, იმიტომ რომ ადამიანებს სჭირდებათ მუშაობა, სხვა ნებისმიერი შემთხვევა გამონაკლისები არ უნდა იყოს, მათ შორის ეკლესიაშიც. ადამიანების ერთად შეკრება ქმნის რისკს და ყველამ უნდა შევიკავოთ თავი“,-განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

 


close დახურვა