დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი გადაცემა „covid 19“-ის სტუმარი იყო, რომელმაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციაზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, იმისთვის, რომ დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობა არ გაიზარდოს სახელმწიფომ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალის მზადყოფნა, რათა ყველა შესაძლო კონტაქტი მოიძიოს.
მარია ზახაშვილის განცხადებით, საზოგადოებამ ჯანდაცვის მსოფლიო რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს რათა არ მოხდეს ვირუსის კიდევ უფრო გავრცელება.
„იმისთვის, რომ განისაზღვროს თუ რა სიჩქარით განვითარდება შემთხვევები, მთავარია განვიხილოთ ის სიტუაცია რითიც ვხვდებით ამ შემთხვევებს ჩვენ. ამ შემთხვევაში მთავარია პოლიტიკური ნება, რას აკეთებს მთავრობა და სახელმწიფო დაავადების შემთხვევების შესაკავებლად. მეორე საკითხია სამედიცინო მზადყოფნა, ანუ როგორ ხდება სამედიცინო ქსელი თავისი ეპიდემიოლოგიური სამსახურით და რამდენად სრულყოფილად ავლენს თითოეული შემთხვევის კონტაქტებს და მათ მიდევნებას.
მესამე საკითხია მოსახლეობის მზადყოფნა, რომლეიც ყველა იმ რეკომენდაციას შეასრულებს, რაც გაიცემა ხელისუფლების მიერ. თუ ეს ყველაფერი შესრულდა მზარდ დარტყმას არ ველოდებით“, - განაცხადა მაია ზახაშვილმა.