logo
ENG



მაია სანდუ სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა

01 დეკ 202417:31
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/01/xnqeq1tqm6d8ujc.jpg

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა.

მაია სანდუ X-ზე წერს, რომ საუბრისას ქართველი ხალხისადმი სოლიდარობა გამოხატა და, ასევე - აღფრთოვანება მათი გამბედაობით, რითაც დემოკრატიასა და ევროპულ გზას იცავენ.

"ახლახან ვესაუბრე სალომე ზურაბიშვილს. გამოვხატე მოლდოვის სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ და ჩემი პირადი აღფრთოვანება მათ გამბედაობაზე, დემოკრატიისა და ევროპული გზის დასაცავად. 

მოლდოველებსა და ქართველებს აქვთ მისწრაფება მშვიდობიანი, აყვავებული მომავლისკენ ევროკავშირში", - წერს მაია სანდუ. 


close დახურვა