„იმ სექტორებს, რომლებიც კორონავირუსისგან დაზარალდნენ სახელმწიფო დაეხმარება,“ - ამ განცხადებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აკეთებს. მისი განცხადებით,ხელისუფლება აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ ეკონომიკური ზიანი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.
„აქტიურად ვმუშაობთ, რომ ის ეკონომიკური ზიანი, რომლეიც ეკონომიკას მიადგა მინუმუმამდე დავიყვანოთ. გვქონდა შეხვედრა პრემიერ მინისტრთან, სადაც განვსაზღვრეთ ის სექტორები, რომლებიც ყველაზე ძალიან დაზიანდა კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად. უახლოეს მომავალში ჩვენ წარვადგენთ იმ პაკეტს, რომელიც იქნება მიზნობრივი პირდაპირი კონკრეტული და მიმართული იქნება იმ ადამიანების და იმ სექტორების დასახმარებლად, რომლებიც დაზიანდა ამ რეალობის შედეგად“, - განაცხდა მაია ცქიტიშვილმა.