logo
ENG



მაიკლ კარპენტერი: საქართველოს მთავრობა გზავნილებს ძალიან სერიოზულად უნდა მოეკიდოს

25 იან 202012:02
3 წუთის საკითხავი
 
gxnqg7qb7dc3nj1.jpg

საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესების თემა, შეერთებულ შტატებში სულ უფრო ხმამაღლა ისმის. იზრდება იმ კონგრესმენების რიცხვიც, ვინც სანქციების შემოღებას ემხრობა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვაშინგტონიდან კიდევ ერთი კრიტიკული წერილი მიიღო. კონგრესმენი ბრაიან ბაბინი გიორგი გახარიას წერს, რომ შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებიდან უკუსვლისა და ეკონომიკური რეგრესის გამო. კიდევ ერთი კონგრესმენი პიტ ოლსონი კი უფრო შორს მიდის და საქართველოს მთავრობას საჯაროდ უწოდებს კორუმპირებულს. 

კონგრესმენ ბრაიან ბაბინის კრიტიკულ წერილში, რომელიც მან პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას გაუგზავნა, საქართველოში დემოკრატიის და ეკონომიკური განვითარების გაუარესებაზეა საუბარი. ხაზგასმულია დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმებზე უარის თქმა და ძალადობა მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებზე.

აღნიშნულია, რომ მცირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ამერიკული და ევროპული ბიზნეს ინტერესების დევნის და შევიწროვების გამო. კონგრესმენი საუბრობს ფეისბუქის მიერ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული, ანტიდასავლურ და ანტიოპოზიციურ კოორდინირებულ ქმედებებში მონაწილე ფეიუსბუკ გვერდების დახურვაზე და ამბობს, რომ ეს საგანგაშო იყო.

ბრაიან ბაბინის გარდა საქართველოს მთავრობა გააკრიტიკა კონგრესმენმა პიტ ოლსონმაც. მან ტვიტერში დაწერა, რომ საქართველოს კორუმპირებული მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ღირებულებებს და ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს.  

კონგრესიდან საქართველოს მთავრობისთვის გაგზავნილი წერილების შესახებ საუბრობს ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მაიკლ კარპენტერი, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა გზავნილებს ძალიან სერიოზულად უნდა მოეკიდოს.

„ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა ამას ძალიან სერიოზულად უნდა მოეკიდოს, რადგან ეს გვიჩვენებს, რომ შეშფოთება რეალურია. ხალხი წუხს იმის გამო, რაც ხდება საქართველოში. დიდი ხნის განმავლობაში გზავნილები პირადად გადაიცემოდა, ახლა კი საჯაროა და ეს სერიოზულია. დასავლური თანამეგობრობა მხოლოდ მთავრობები არ არის. კომპანიები, ბიზნეს ინტერესები, ინვესტორები, უყურებენ მაგალითად, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას და მტყუან-მართალის გარჩევის გარეშე ფიქრობენ, არის თუ არა მათთვის მართებული საქართველოში ინვესტირება. ეს პრობლემაა, რომელსაც მთავრობამ უნდა მიხედოს. რაც შეეხება ამერიკულ-ქართულ ურთიერთობას თავად სახელმწიფოების და ორ ხალხს შორის, ვფიქრობ, ის ძალიან ძლიერია. იმედგაცრუებაა იმის გამო, ქუჩაში პროტესტის გამომხატველი ხალხის ინტერესი სრულად არ არის წარმოდგენილი. ეს არის საკვანძო, ურთიერთობების ამ კრიზისში, თორემ მჭიდრო პარტნიორობის სურვილი ორ ქვეყანას შორის ძლიერია,“ - აცხადებს ბაიდენის დიპლომატიის და გლობალური ჩართულობის ცენტრის დირექტორი მაიკლ კარპენტერი.

კონგრესში წარმოდგენილ სანქციათა კანონზე საუბრისას ექსპერტებმა, მათ შორის დევიდ ქრეიმერმა გაიხსენა სანქციათა სიაში მოლდოველი ოლიგარქის, პლახოტნიუკის შეყვანა და აღნიშნა, რომ იმედი აქვს, ვაშინგტონის ეს გადაწყვეტილება თბილისში მკაფიოდ გაიგეს.


close დახურვა