logo
ENG



მაიკლ როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს - თბილისს

07 მაი 202420:05
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/07/6nzqowpcwmalx15.jpg

საქართველოში ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი ჩამოდის.

ინფორმაციას მაიკლ როთი X-ზე ავრცელებს და წერს, რომ მასთან ერთად თბილისს ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც ეწვევიან.

"13-15 მაისს მე ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქს: თბილისს! ჩემთან ერთად თბილისს ეწვევიან ჩემი გამორჩეული კოლეგები ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიდან. მოუთმენლად ველით მთავრობის, პარლამენტის, ოპოზიციის და გაბედული სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან შეხვედრას", - წერს მაიკლ როთი.


close დახურვა