logo
ENG



მაიკ პომპეო რუსეთისგან პოლ უილანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

15 ივნ 202020:39
3 წუთის საკითხავი
 
ufqzd63ugapmgus.jpg

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი პოლ უილანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.  ამერიკელმა დიპლომატმა, რუსეთში აშშ-ის ელჩმა უილანის საქმეს და მის განაჩენს  სასამართლოს დაცინვა უწოდა.

ყოფილ სამხედროს, რომელსაც რუსეთი ჯაშუშობაში ადანაშაულებს, დღეს მოსკოვის სასამართლომ 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.  პროცესი მედიისთვის  დახურული იყო. მას ესწრებოდნენ ბრიტანეთისა და შეერტებული შტატების ელჩები. 

პოლ უილანი 2018 წლის დეკემბერში მოსკოვის ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს. ყოფილი სამხედრო რუსეთში მეგობრის საქორწინო ცერემონიაზე დასასწრებად იყო ჩასული. რუსეთის პროკურატურა ირწმუნება, რომ პოლ უილანი იმ დროს აიყვანეს, როდესაც მას საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდნენ. თავად განსასჯელი აცხადებს, რომ  მას რუსეთის უშიშროებამ მახე დაუგო. 

პოლ უილანი 4 ქვეყნის შეერთებული შტატების, კანადის, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის მოქალაქეა. ამიტომ მის საქმეში ოთხივე ქვეყნის საელჩო აქტიურად იყო ჩართული. განსასჯელი დღევანდელი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს. კრემლმა კი დღეს ღიად მიანიშნა, რომ უილანი პოლიტიკური პატიმარი არ არის. 


close დახურვა