logo
ENG



მაიკ პომპეო სომხეთ-აზერბაიჯანს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისეკნ მოუწოდებს

15 ივლ 202020:49
3 წუთის საკითხავი
 

სომხეთ-აზერბაიჯანს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ დღეს პირადად მოუწოდა მაიკ პომპეომ. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა შეშფოთება გამოთქვა საზღვარზე ვითარების ესკალაციის გამო. დაპირისპირებას ორივე მხრიდან 16 ადამიანი ემსხვერპლა. აქედან 12 აზერბაიჯანელია. მათ შორის გენერალიც. დღეს რეგიონში შედარებით სიმშვიდე იყო, თუმცა არეულობებმა ბაქო მოიცვა, სადაც სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების მოთხოვნით აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სომხეთი ქვეყნის საჰაერო საზღვრების დაცვას აძლიერებს. დილიდან მორიგეობას შეუდგა ორი ავია-გამანადგურებელი. სომხეთის პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყნის საჰაერო სივრცეს მუდმივი ხასიათი ექნება. 

ამ დროისთვის საზღვარზე სიმშვიდეა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ მოწინააღმდეგის პოზიციების დაბომბვის ამსახველი მორიგი ვიდეო მასალა გაავრცელა და აცხადებს, რომ ნახიჩევანის მონაკვეთზე საველე პუნქტი და სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს.

დეტალები ნახეთ "ფორმულა ნიუსის" 20:00-საათიან გამოშვებაში. 

 


close დახურვა