logo
ENG



მაკეევკაში უკრაინელებმა გაანადგურეს ბაზა, სადაც 400-მდე ოკუპანტი დაიღუპა

02 იან 202313:50
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/02/uv8ru2xqpoqqdrt.png

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში, მაკეევკაში რუსი ოკუპანტების ბაზა გაანადგურეს, რომელიც მათ უნივერსიტეტის შენობაში ჰქონდათ მოწყობილი.

რუსების ბაზის განადგურების დროს 400 ოკუპანტი დაიღუპა, 300 კი დაიჭრა.

სასწავლებლის საცხოვრებელში, დარტყმის დროს დისლოცირებულები იყვნენ: რუსეთის შეიარაღებული ძალების პრივოს სამხედრო ძალების მე-20 სპეცდანიშნულების რაზმის 24 სამხედრო მოსამსახურე; რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების კომუნიკაციების 360-ე სასწავლო პოლკის 20 სამხედრო მოსამსახურე (სამხედრო ნაწილი 5204); რუსეთის შეიარაღებული ძალების სარაკეტო ჯარების და არტილერიის BP 631-ე რეგიონული სასწავლო ცენტრის 242 სამხედრო მოსამსახურე.


close დახურვა