დაინტერესდება თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო მაკო გომურის განცხადებებით დღეს გაირკვევა. საუბარია, გავრილოვის სისხლიანი ღამის მთავარი გმირის თვალთვალისა და მიყურადების საქმეზე. გომურმა, რომელმაც ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის დროს თვალი დაკარგა, „ფორმულასთან" პირველად მოყვა, რომ ფარული მიყურადების მსხვერპლია. ამბობს, რომ ბოლო 4 თვეა უსმენენ, მიმოწერა ტელეფონიდან კი გაუქრა.
"ვინახავდი, რადგან ვიცოდი ოდესმე დამჭირდებოდა ან გამოძიებისთვის, ან ადვოკატისთვის ან პროკურორისთვის. არ ვშლიდი არაფერს, ეხლა ვერაფერს ვერ ვპოულობ. ვინმეს ისეთს, ვურეკავ, ან ველაპარაკები ან სადმე მივდივარ, ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, ინფორმაციის დონემდე მაინც იციან,"-ამბობს მაკო გომური.