საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია ბოლო ათწლეულების მანძილზე ევროპის მშვიდობასა და სტაბილურობაზე ყველაზე სერიოზული თავდასხმაა.
„ომის არჩევით პრეზიდენტი პუტინი მხოლოდ უკრაინას არ დაესხა თავს. მან გადაწყვიტა ბოლო ათწლეულების ყველაზე სერიოზული თავდასხმა ევროპის მშვიდობასა და სტაბილურობაზე.
ეს მოვლენები ევროპისა და ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის გადამწყვეტი მომენტია. ამ მოვლენებს ექნებათ განგრძობადი და ფართო შედეგები ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენი კონტინენტის გეოპოლიტიკაზე.
რუსეთისთვის დაწესებული სანქციები იქნება იმ აგრესიის თანაზომიერი რომელშიც მათ მიუძღვით ბრალი“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
დღევანდელი მიმართვა მაკრონმა უკრაინის ხალხისადმი მიმართვით დაიწყო და მათ მხნეობა უსურვა. „მათი თავისუფლება ჩვენიცაა“ - განაცხადა მაკრონმა.
მაკრონის თქმით ევროპული სანქციები რუსეთის სამხედრო, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ სექტორებს შეეხება.
დღეს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.