logo
ENG



მაკრონი: პუტინმა პასუხი უნდა აგოს ომის დანაშაულებზე

05 დეკ 202213:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/05/8zq0aesg8kkobly.jpg

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პასუხი უნდა აგოს ომის დანაშაულებზე.

"რუსული სარაკეტო თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ომის დანაშაულია. ჩვენ უნდა შევაგროვოთ ომის დანაშაულების ყველა მტკიცებულება. და ეს არის ის, რასაც ვაკეთებთ უკრაინაში პოლიციელებისა და ექსპერტების გაგზავნით", - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ ის აგრძელებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან რეგულარულ დისკუსიებს და პირდაპირ კონტაქტს. მისი თქმით, ურთიერთქმედების აღდგენის საუკეთესო გზა ამ პირდაპირი არხის შენარჩუნებაა.

3 დეკემბერს, მაკრონმა განაცხადა, რომ დასავლეთმა უნდა განიხილოს, თუ როგორ დააკმაყოფილოს რუსეთის საჭიროება უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, თუ პუტინი დათანხმდება მოლაპარაკებებზე უკრაინაში ომის დასასრულებლად.


close დახურვა