logo
ENG



მაკრონი: რუსეთის თავდასხმას ჩვენს საერთო მსოფლიო მემკვიდრეობაზე, გამართლება არ აქვს

15 ივნ 202612:43
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/15/pzi8rglw4r6djro.png

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ მასშტაბურ საჰაერო თავდასხმას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კიევ-პეჩერის ლავრაზე მიყენებულ დარტყმას არანაირი გამართლება არ აქვს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მომხდარი მხოლოდ აძლიერებს მოკავშირეების გადაწყვეტილებას, გააგრძელონ მუშაობა რუსეთის აგრესიის შეწყვეტისა და მშვიდობის მისაღწევად.

"კიევ-პეჩერის ლავრა უკრაინული მართლმადიდებლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიწმინდე, რომელიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი - გასულ ღამეს რუსული რაკეტებისა და დრონების მასშტაბური შეტევის დროს დაზიანდა. ამ თავდასხმის სამიზნე კვლავ კიევი იყო და მას სამოქალაქო მსხვერპლიც მოჰყვა.

რუსეთის ამ თავდასხმასაც, რომელიც ჩვენს საერთო მსოფლიო მემკვიდრეობას მიადგა, არანაირი გამართლება არ აქვს.

საფრანგეთი მზად არის ითანამშრომლოს უკრაინის იმ უწყებებთან, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე არიან პასუხისმგებელი.

ეს თავდასხმა მხოლოდ აძლიერებს ჩვენს გადაწყვეტილებას, რომ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ყველაფერი გავაკეთოთ ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, რასაც რუსეთი კვლავ ჯიუტად უარყოფს. ამ მიზნისთვის ვიმუშავებთ G7-ის სამიტზე", - წერს მაკრონი. 


close დახურვა