logo
ENG



მაკრონი: რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს ამ ომში, მას გამარჯვება არ შეუძლია

29 ივნ 202201:52
3 წუთის საკითხავი
 
მაკრონი: რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს ამ ომში, მას გამარჯვება არ შეუძლია

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თქმით, რუსეთს არ შეუძლია და მან არ უნდა გაიმარჯვოს უკრაინასთან ომში“. ეს განცხადება მაკრონმა G7-ის სამიტის დასრულების შემდეგ გამარტულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი და ჩვენი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ შენარჩუნდება იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება და შენარჩუნდება იმ ინტენსივობით, რაც საჭიროა უახლოეს კვირებსა და თვეებში", - თქვა მაკრონმა. 

მაკრონი ზელენსკის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ უკრაინა ომის ზამთრამდე დასრულებას ისურვებდა და აღნიშნა, რომ არავინ განიხილავს ომის დასრულებას მომდევნო კვირებსა და თვეებში.

როგორც მედია წერს, საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთის მიერ უკრაინაში, სავაჭრო ცენტრზე მომხდარ სარაკეტო თავდასხმას "ომის დანაშაული" უწოდა, თუმცა რუსეთი "ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ" არ მოიხსენია.


close დახურვა