საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაგმო რუსული თავდასხმები უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და თქვა, რომ ეს ქმედებები "დაუსჯელი არ შეიძლება დარჩეს".
"უკრაინამ დღეს მასიური დაბომბვა განიცადა, რის გამოც ქვეყნის დიდი ნაწილი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები ომის დანაშაულია და დაუსჯელი არ შეიძლება დარჩეს." - დაწერა მაკრონმა Twitter-ზე.
Ukraine suffered massive shelling today, leaving much of the country without water or electricity. Strikes against civilian infrastructures are war crimes and cannot go unpunished.
23 ნოემბერს, რუსეთის საჰაერო თავდასხმებმა უკრაინის წინააღმდეგ კრიტიკული ობიექტები გაანადგურა, მათ შორის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლი და საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილება, სადაც ახალშობილი ბავშვი დაიღუპა.
მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი მომავალ თვეში პარიზში უკრაინისა და მოლდოვის მხარდასაჭერად, დონორთა კონფერენციის გამართვას გეგმავს.
"13 დეკემბერს, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ჩვენ მოვახდენთ საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებას უკრაინისთვის, რათა დავეხმაროთ ამ ქვეყანას გამძლეობის შენარჩუნებაში და გარანტირებული ჰქონდეს ელექტროენერგიასთან წვდომა. ჩვენ არ დავივიწყებთ მოლდოვას, რომელიც ასევე დაზარალდა წყლისა და ელექტროენერგიის შეწყვეტით." - დაწერა მაკრონმა ტვიტერზე.
With winter approaching, we will mobilize international support for Ukraine on December 13 to help that country remain resilient and to guarantee its energy access. We will not forget Moldova, which was also affected by water and electricity cuts.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოს მხარი დაუჭიროს შემოთავაზებულ "უკრაინის სამშვიდობო ფორმულას" საჰაერო თავდასხმის შემდეგ, რომელსაც მან "ტერორის რუსული ფორმულა" უწოდა.