logo
ENG



მაკრონმა ივანიშვილთან საუბრისას დემონსტრაციებისას დაკავებულთა გათავისუფლება მოითხოვა

11 დეკ 202414:57
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/11/jhb44hsg2erkyzi.jpg

ელისეის სასახლე პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნა, რომ მაკრონმა დემონსტრაციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება მოითხოვა.

"მან დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, ისევე როგორც სამართალდამცველების ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ. მან ითხოვა ყველა უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლება და მოუწოდა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ. "- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ გამოთქვა წუხილი იმაზე, რომ საქართველომ გადაუხვია თავის ევროპულ ტრაექტორიას.

ასევე, პრეზიდენტმა მოუწოდა ინკლუზიური დიალოგისკენ ყველა პოლიტიკურ ძალასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

"მან კიდევ ერთხელ გამოთქვა სინანული, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპული ტრაექტორიიდან და დაადასტურა თავისი რწმენა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე აუცილებლად იმოქმედებს კურსი, რომელიც არჩეულ იქნა ან იქნება.

მან მოუწოდა ინკლუზიური დიალოგისკენ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემით, რასაც კიდევ ერთხელ მიესალმა."- ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა