logo
ENG



მაკფოლი: სანქციები კიდევ ერთი შესაძლებლობაა უკრაინაში ამ საშინელი ომის შესაჩერებლად

06 იან 202312:49
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/06/c2i9iffdamubvj7.png

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციებზე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის კოორდინატორის, მაიკლ მაკფოლის განცხადებით, სანქციები კიდევ ერთი შესაძლებლობაა უკრაინაში ომის შესაჩერებლად.

"მე მჯერა, რომ სანქციები არის კიდევ ერთი შესაძლებლობა ამ საშინელი ომის შესაჩერებლად. ეს ჩემი პირადი პოზიციაა. ზოგი ფიქრობს, რომ სანქციები სხვა როლს თამაშობს - ეს არის რუსეთის წინააღმდეგ. მაგრამ ვფიქრობ, რომ ახლა მხოლოდ ერთი მიზანი გვაქვს - ომის შეჩერება.

რა თქმა უნდა, თუ ვიტყვით, რომ სანქციები ამისთვის იყო დაწესებული, გამოდის, რომ არ იმოქმედა, რადგან ომი გრძელდება. თუმცა, სანქციები არ შეიძლება ჩაითვალოს არაეფექტურად", - თქვა ამერიკელმა დიპლომატმა.

16 დეკემბერს, ევროკავშირის საბჭომ სანქციების მეცხრე პაკეტი დაამტკიცა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთზე ზეწოლის გაზრდას, უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო. სანქციების სიაში შედიან რუსეთის ჯართან დაკავშირებული პირები, მოსამართლეები, პოლიტიკური პარტიები, რამზან კადიროვის შვილები.


close დახურვა