logo
ENG



მალიარი: უკრაინელები აღმოსავლეთით წინ მიიწევენ, სამხრეთით ტერიტორიები გაათავისუფლეს

26 ივნ 202311:17
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/26/twg6h3fvz74lvxt.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინელები აღმოსავლეთით წინ მიიწევენ, სამხრეთით ტერიტორიები გაათავისუფლეს.

"უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევის ოპერაციებს ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში აგრძელებენ. სამხრეთით, შეტევის დაწყებიდან [უკრაინელებმა] 130 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს.

კვირის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა აღმოსავლეთით თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციები აწარმოეს. მათ ტაქტიკური წარმატებაც ჰქონდათ", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მალიარის თქმით, გასულ კვირას უკრაინის ჯარები კონტრშეტევით ოპერაციებს აწარმოებდნენ. კერძოდ, ორეხოვო-ვასილევკას, ბახმუტის, ბოგდანოვკას, იაგოდნოეს, კლიშივკასადა კურდიუმივკას რეგიონებში. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ყველა მიმართულებით უკრაინელი დამცველები 2 კილომეტრამდე დაწინაურდნენ.


close დახურვა