logo
ENG



მალის შემდეგ უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობები ნიგერის რესპუბლიკამაც გაწყვიტა

07 აგვ 202411:23
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/07/kj9h7s68ir5zikz.jpg

ნიგერის რესპუბლიკის ხელისუფლება უკრაინასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს. ამის შესახებ მმართველმა ხუნტამ განაცხადა. 

სატელევიზიო მიმართვის დროს პრესსპიკერმა თქვა, რომ ნიგერი სოლიდარობას უცხადებს მალის ხალხსა და ხელისუფლებას, რომლებმაც კიევთან დიპლომატიური ურთიერთობები წინა დღეს გაწყვიტეს.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გახდა უკრაინის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის განცხადება ტუარეგი მეამბოხეების დაჯგუფების მიმართ, რომლებიც მალის შეიარაღებულ ძალებს დაესხნენ თავს.

ივლისის ბოლოს მალის ჩრდილოეთით, ერთი მხრივ, ადგილობრივ ტუარეგ მეამბოხეებსა და, მეორე მხრივ, შეიარაღებულ ძალებსა და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ყოფილ მებრძოლებს შორის შეტაკება მოხდა. შეიარაღებული ბრძოლების შედეგად დაიღუპნენ როგორც სამხედროები, ისე ვაგნერელები.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა, ვაგნერელების დამარცხების კომენტირებისას, თქვა, რომ ტუარეგებმა "მიიღეს ყველა საჭირო ინფორმაცია და არა მხოლოდ ინფორმაცია, რომელიც დაეხმარათ რუსი, სამხედრო დამნაშავეების წინააღმდეგ წარმატებული სამხედრო ოპერაცია ეწარმოებინათ". ამის შემდეგ სენეგალის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ელჩიც დაიბარა, თითქოსდა სოციალურ ქსელში ის მხარს უჭერდა იუსოვის განცხადებას.

კიევმა მალის ხელისუფლების გადაწყვეტილებას დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ ნაჩქარევი უწოდა. გარდა ამისა, უკრაინამ საერთაშორისო ტერორიზმის მხარდაჭერის შესახებ ბრალდებები უარყო.


close დახურვა