logo
ENG



მამის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

25 თებ 202415:08
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/25/d0bb9l56ammcpjt.png

მამის მკვლელობაში ბრალდებულ 25 წლის კაცს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

ადვოკატს მის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. დაცვის მხარე გადაწყვეტილების სააპალაციოში გასაჩივრებას გეგმავს. 

"არასწორი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ და რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ სააპელაციო წესით", - ამბობს ადვოკატი. 

მკვლელობა თბილისში, გლდანში 23 თებერვალს მოხდა. სამართალდამცავებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის კ ნაწილით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) აქვს წარდგენილი. 

ბრალდებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. 


close დახურვა