logo
ENG



მამუკა ხაზარაძე: გამოვრიცხავ, რომ ცოტნეს ერთი ან თუნდაც ორი ადამიანი მოერეოდა

21 დეკ 201914:35
3 წუთის საკითხავი
 
fkmptcags53f88p.jpg

„გამოვრიცხავ, რომ ცოტნეს ერთი ან თუნდაც ორი ადამიანი მოერეოდა,“ - ამის შესახებ განცხადებას მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით აკეთებს.

ხაზარაძე იმედს გამოთქვამს, რომ ცოტნე გამსახურდია მძიმე მდგომარეობიდან მალე გამოვა და გამოჯანმრთელდება.

„მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, როგორც მითხრეს. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. მსგავსი რამ საქართველოში და თბილისში, სადაც ამდენი კამერაა, ამდენი პოლიციელია, არ უნდა ხდებოდეს. ცოტნე ჩემი მეგობარია და მე  ვისურვებდი და ნამდვილად ყველას აზრს გამოვთქვამ, რომ გაუძლოს ამ განსაცდელს და გამოვიდეს ჯანმრთელად ამ ძალიან მძიმე მდგომარეობიდან. გამოვრიცხავ, რომ ერთი ან თუნდაც ორი ადამიანი მას მოერეოდა. ვერ გეტყვით, ეს პოლიტიკური მოტივით მოხდა თუ არა, ამას, ალბათ, გამოძიება დაადგენს,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ის კვლავ რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ცოტნე გამსახურდია თბილისში, გალის ქუჩაზე დაჭრეს. აღნიშნულ საქმეზე ხუთი პირი დააკავეს, აქედან ერთს ბრალი ედება განზრახ მკვლელობის მცდელობაში, დანარჩენ 4-ს კი გამოძიება მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.


close დახურვა