logo
ENG



მამუკა ხაზარაძე : კალაძის ლექსიკა დამარცხებულების ენაა და არ ვუპასუხებ

16 ოქტ 201918:28
3 წუთის საკითხავი
 
34qjh6k4jcnhmc6.png

მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესახებ ისაუბრა.

კახა კალაძის განცხადებას მამუკა ხაზარაძემ არ უპასუხა.

„ვფიქრობ, რა ვუპასუხო კალაძეს. ალბათ არ ვუპასუხებ, რამეთუ მისი ლექსიკა არ შეესატყვისება არათუ პოლიტიკოსის, არამედ კაცის ლექსიკაs. ესაა დამარცხებულების ენა" - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მან ასევე ისაუბრა ანაკლიის პორტის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე და თქვა, რომ მტავრობის მხრიდან გაკეთებული განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

„ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პრესკონფერენციაზე, რომ ანაკლიის კონსორციუმს ვადები ისევ გაუგრძელდა. ეს არის მორიგი ტყუილი, რამეთუ ვადა უკვე გაგრძელებული იყო 31 დეკემბრამდე. ეს არის მოსახლეობის და ანაკლიის გულშემატკივრების შეცდომაში შეყვანა. ნუ გადავაყოლებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების საქმეს ამ სატელევიზიო გაცვლა-გამოცვლას. სახელმწიფომ უნდა გამოავლინოს მკაფიო ნება, საჭიროა გარანტია" - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ  დღეს, 16 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ კონსორციუმს ფინანსური ვალდებულებების შესასრულებლად საბოლოო ვადა 2019 წლის ბოლომდე ეძლევა.


close დახურვა