logo
ENG



მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთელის სასამართლო დღეს გაიმართება

25 ოქტ 201908:17
3 წუთის საკითხავი
 
jjz0qilm2sbyjsg.png

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და  ავთანდილ წერეთელის სასამართლო გაიმართება.

„თიბისი ბანკის" დამფუძნებლებისა და ბიზნესმენ წერეთელის საქმის განხილვა 14:00 საათისთვისაა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით ცალკ-ცალკე 700 ათას ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული. წერეთელს კი აღკვეთის ღონისძიების სახით 500 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს, 17 მლნ. აშშ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინათ.

 

 


close დახურვა