logo
ENG



მაჟორიტარების მიერ ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტები - ISFED

07 ივლ 202016:35
3 წუთის საკითხავი
clock 1743
dv76ztlfmwmhm3n.jpg

მოქმედი 16 მაჟორიტარი ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაში მონაწილეობდა - არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია ამ დეპუტატების სიას აქვეყნებს. მათ შორის არიან:

ნინო წილოსანი - მისმა ფონდმა სკოლის 15 მოსწავლეს მობილური ინტერნეტპაკეტების საფასური გადაუხადა.

გია ვოლსკისენაკის მუნიციპალიტეტთან ერთად სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს, დევნილ მოქალაქეებს, ომის ვეტერანებსა და მათი ოჯახების წევრებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარა.

კახა ოქრიაშვილი - პირადი სახსრებით შეიძინა 16 ათასი ოჯახის დასხმარებლად ნახევარი მილიონის ღირებულების სასურსათო პროდუქტი.

კობა ლურსმანაშვილიშპს „ტალეგოს“ ფინანსური მხარდაჭერთ საკვები დაურიგა მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და მარტოხელა მოხუცებს.

დეპუტატთა სრული სია ასე გამოიყურება: ფატი ხალვაში - ბათუმის მაჟორიტარი; მუხრან ვახტანგაძე - ბათუმის მაჟორიტარი; გოჩა ენუქიძე - ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი; კახა ოქრიაშვილი - დმანისისა და წალკის მაჟორიტარი; გოდერძი ჩანქსელიანი - თეთრიწყაროს მაჟორიტარი; გენადი მარგველაშვილი - ქუთაისის მაჟორიტარი; გოგი მეშველიანი - ბოლნისის მაჟორიტარი; სავალან მირზოევი - გარდაბნის მაჟორიტარი; გიორგი თოთლაძე - ქარელის მაჟორიტარი; კობა ლურსმანაშვილი - ხარაგაულისა და ბაღდათის მაჟორიტარი; კობა ნაკაიძე - ქობულეთის მაჟორიტარი; ანზორ ბოლქვაძე - ხულოს, ქედისა და შუახევის მაჟორიტარი; ელგუჯა გოცირიძე - ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი; ნინო წილოსანი - ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი; თემურ ხუბულური - გორის მაჟორიტარი; გიორგი ვოლსკი - ჩუღურეთის მაჟორიტარი.

მონიტორინგის პერიოდში გამოვლინდა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 19 შემთხვევა, მათ შორის: საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ 16, ხოლო „მოძრაობა მომავლისთვის - მომო“-ს მიერ 3 შემთხვევა, სახელმწიფო რესურსების სავარაუდო გამოყენების 2, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელზე ზეწოლის 1, პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის 2, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის 1 ფაქტი.

არასამთავრობო ორგანიზაცია საუბრობს პარტია „ლელო საქართველოსთვის“ მხრიდან შესაძლო მოსყიდვის ფაქტებზეც - კვლევაში ვკითხულობთ, რომ პარტიამ და მასთან აფილირებულმა ორგანიზაციამ, „მოძრაობა მომავლისთვის - მომოს“ სტუდენტებს სტიპენდია დაუნიშნა, ხოლო გორსა და თელავში მოქალაქეებს სოციალური დახმარება გაუწია.

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, უშუალოდ, მუნიციპალიტეტების ორგანოების მიერ, სოციალური დახმარებების გაცემის პროცესში, აქტიურ პოლიტიკურ აგიტაციას ადგილი არ ჰქონია, თუმცა შეინიშნება სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვრის წაშლა, რაც გამოიხატება პარლამენტის პარტიული მაჟორიტარი დეპუტატების მიერ სოციალური დახმარებების გაცემაში აქტიურად ჩართვასა და ამის ფართოდ აფიშირებაში", - ვკითხულობთ განცხადებაში.


close დახურვა