logo
ENG



მარათონულ სირბილში მსოფლიო რეკორდი დამყარდა

12 ოქტ 201914:35
3 წუთის საკითხავი
 
vuc3501ze55foj2.jpg

34 წლის კენიელი, ელიუდ კიპჩოგე პირველი სპორტსმენი გახდა, რომელმაც დისტანცია 2 საათზე ნაკლებ დროში დაფარა.

ისტორიული მიღწევა კიპჩოგემ ვენაში დააფიქსირა, სადაც 42 კილომეტრის და 195 მეტრის გასარბენად მხოლოდ 1 საათი, 59 წუთი და 40 წამი დასჭირდა.

აღსანიშნავია, რომ კენიელი მორბენლის რეკორდს მსოფლიოს საერთაშორისო ფედერაცია არ აღიარებს, რის მიზეზადაც ვენის მარათონის ფედერაციის პროგრამაში არყოფნა სახელდება.​

ელიუდ კიპჩოგე 2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონია და ოფიციალური რეკორდიც მასვე ეკუთვნის.


close დახურვა