logo
ENG



საფარი: მასწავლებელი 30 წლის წინ 7 წლის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა, მას ბრალი წარედგინა

09 ნოე 202620:14
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/09/3znwrph58wf2q24.jpeg

საფარის ცნობით, მასწავლებელს, რომელიც, სავარაუდოდ, 30 წლის წინ, 7 წლის ბავშვზე წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა, ბრალი წარედგინა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, დაზარალებულმა „საფარს“ ერთი წლის წინ მიმართა. ორგანიზაციის იურისტის, მარი ვარამაშვილის ჩართულობით, საქმეზე მტკიცებულებები შეგროვდა და საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდა.

„საფარის“ ცნობით, ბრალდებულს დღემდე ჰქონდა ბავშვებთან შეხება და კერძო პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა.

10 ნოემბერს სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს და გადაწყვეტს, შეეფარდება თუ არა ბრალდებულს პატიმრობა.

 


close დახურვა