logo
ENG



მარგველაშვილი: არ გამოვრიცხავ, რომ ჩემ მიმართ პროვოკაციები განხორციელდეს

03 მარ 202017:23
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი მარგველაშვილს პირადი დაცვა მოუხსნეს. მარგველაშვილის თქმით, ეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილს არცერთი კომპრომატი არ აქვს, შესაბამისად ახლა ის პროვოკაციებს ელოდება და დაცვის მოხსნაც სწორედ ამით არის განპირობებული. 

„იმ ფონზე როდესაც ყველა პოლიტიკურად აქტიურ ფიგურას აპატიმრებენ და მიმდინარეობს პოლიტიკური რეპრესიები - საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ მის წინააღმდეგ პროვოკაციები დაიგეგმოს. ბუნებრივი გაგრძელებაა იმისა, რაც ქართული ოცნების სავიზიტო ბარათი გახდა, რაც ინსტიტუტების მაქსიმალურ დაკნინებას ნიშნავს. ეს არის მცდელობა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები, წესები, რეგლამენტი, პროტოკოლი ეს ყველაფერი იქნას წაშლილი. პროვოკაციებსაც არ გამოვრიცხავ იქიდან გამომდინარე, რამდენად სრულიად დაკარგულია უნარი პოლიტიკური აზროვნების ქართულ ოცნებაში. ბუნებაშიც ვერ მოახერხებენ ჩემზე მოგონილი საქმის აღძვრასაც ეს იციან, შეთითხნითაც ვერ შეთითხნიან საქმეს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


close დახურვა