logo
ENG



მარგველაშვილი: ქართველ ხალხს ვერ დაამონებ, ხელისუფლება საზოგადოებას ვერ გრძნობს

08 ნოე 202016:11
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს მიმართა და აღნიშნა, რომ რუსთაველზე შეკრებილ საზოგადოებას ბრძოლა არც ერთხელ წაუგია. მარგველაშვილის თქმით, ქართული ოცნება საზოგადოებას ვერ გრძნობს.

როგორც მეოთხე პრეზიდენტმა განაცხადა, ოპოზიციამ უპრეცედენტო ერთობა აჩვენა - ის ერთობა, რასაც წლებია საზოგადოება ითხოვდა. 

"ჩვენ დღეს ვდგავართ აქ გაბრაზებული და შეურაცხყოფილები. ცოტა გაოცებულებიც ვართ, რადგან ამ ხალხმა ისტორიის ვერ ერთი გაკვეთილი ვერ ისწავლა. ვერ ისწავლა, რომ ქართველ ხალხს ვერ დაამონებ, ეს თვალნათლივ ჩანდა მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში. როგორ შეიძლება, ამ ხალხის ხელისუფლება გერქვას და საერთოდ ვერ გრძნობდე ამ საზოგადოებას. როგორ შეიძლება, საკუთარ თავს ამ ხალხის მთავრობას უწოდებდე და არ იცოდე მისი ისტორია. პროტესტი რომ არ ყოფილიყო, იმ საქართველოში გავიღვიძებდით, სადაც მოკრიმინალო ელემენტები მიადგებოდნენ ყველა ადამიანს და მოსთხოვდნენ, რასაც მოინდომებდნენ. ჩვენ ეს არ გვინდა", - თქვა მარგველაშვილმა. 

მისი თქმით, აქციაზე იმყოფება ის ახალგაზრდობა, რომელსაც მომავალში ქართველი ხალხი ხელისუფლებას გადასცემს.

პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები და მოსახლეობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს მასშტაბური აქციით აპროტესტებენ.


close დახურვა