დაკავებულ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჩოლოიანისთვის ბრალის წარდგენა კავკასიის მედიცინის ცენტრში მოხდა.
ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს.
ჩოლოიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში წარედგინა.