მარია ბუტინა ფლორიდის ციხიდან გაათავისუფლეს. 30 წლის რუსი აგენტი მაიამის საემიგრაციო სამსახურს გადასცეს. მას შეერთებული შტატებიდან უახლოეს საათებში გააძევებს. ბუტინას ექსტრადირება მოსკოვში მოხდება და მას ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა მომდევნო 10 წელი აღარ შეეძლება. მარია ბუტინა 2018 წლის ივლისში დააკავეს და რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მუშაობის ბრალდებით წელიწადნახევრიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ბუტინამ ბრალი აღიარა.
მარია ბუტინა ფლორიდის ციხიდან გაათავისუფლეს
25 ოქტ 201919:22
3 წუთის საკითხავი