logo
ENG



მარინა ეზუგბაია: ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტებიდან 3 მძიმედაა

21 მარ 202012:11
3 წუთის საკითხავი
 

სამი ახალი დაინფიცირებული პაციენტიდან ერთი, რომელსაც ესპანეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება დანარჩენ ორ პაციენტს, ისინი გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებიან და აქვთ საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია. ისინი ჩამოსვლისთანავე კარანტინში გადაიყვანეს.

ზოგადად, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტებიდან 3 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობაა მძიმე, მათგან ორი ხანდაზმულია, ხოლო ერთს აღენიშნება პნევმონია.

„საქართველოში 47 შემ​თხვევა დასტურდება. აქედან ახალი ჩვენს ცენტრში იმყოფება, რომელიც ესპანეთიდან ჩამოვიდა. დანარჩენი ორი შემთხვევის შესახებ მონაცემები არ მაქვს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ვ.ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილი აცხადებს, რომ სამი პაციენტი, რომლებიც ამერიკიდან ჩამოსულ კლასტერს განეკუთვნება, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობენ. მდგომარეობა კი სტაბილური და დამაკმაყოფილებელია.

„გუშინ გამოვლენილი სამი ახალი პაციენტი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური, დამაკმაყოფილებელია. რამე სხვა ახალი შემთხვევა გამოვლენილი არ გვაქვს“, - განაცხდა მაკა სოლოღაშვილმა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, იმერეთში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

425 მოქალაქე იმყოფება 4 საკარანტინო სივრცეში. სულ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ამ რეგიონში აიღო 96 ტესტი და ყველა უარყოფითი აღმოჩნდა. დღეს ქუთაისის საავადმყოფოში ახალი პაციენტი შეიყვანეს მას ტესტი დღის განმავლობაში ჩაუტარდება, რომლის შემდეგაც ლუგარის ლაბორატორიას გადაეგზავნება პასუხის მისაღებად.

ახალი შემთხვევების გათვალისწინებით, ჯამში, ქვეყანაში დაავადების 47 შემთხვევაა დაფიქსირებული. 2 ათასამდე ადამიანი კი კარანტინში იმყოფება. 


close დახურვა