მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშენკო ამბობს, რომ აზოვსტალის ქარხანაზე განუწყვეტელი შეტევა მიმდინარეობს. მისივე თქმით, ზოგიერთი ბრძოლა ქარხნის გალავნის შიგნითაცაა.
"ამჟამად თუ სადმე არის ჯოჯოხეთი, ეს აზოვსტალია" , - აცხადებს ანდრიუშენკო.
მისივე თქმით, საცხოვრებელი კვარტალი, რომელიც ქარხანასთან ახლოს მდებარეობს, სასწრაფოდ დაცალეს.
"თავისუფლების ბოლო თავისუფალი 11 კვადრატული კილომეტრი მარიუპოლში ჯოჯოხეთად იქცა", - დაამატა მან.