მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრ ანდრიუშენკო აცხადებს, რომ მტერი აგრძელებს აზოვსტალის ქარხნის დაბომბვას.
"შავი კვამლის სვეტი ყველგან მოჩანდა.
როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო თვალსაზრისით საფრთხე არსებობს.
ათობით საჰაერო თავდასხმა და გასროლაა, ყოველ საათში", - წერს ანდრიუშენკო Telegram-ზე.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა, 1-ლი მარტიდან კი ქალაქი მარიუპოლი ალყაშია მოქცეული. უკრაინული მხარე მხოლოდ აზოვსტალის ქარხანას აკონტროლებს. აქ რუსების წინააღმდეგ აზოვის ბატალიონი და 36-ე საზღვაო ქვეითი არმია იბრძვის.
აზოვსტალის ქარხანა რუსებმა გაანადგურეს, თუმცა, მარიუპოლის მცველები 11 კილომეტრზე გაშლილ ბუნკერებს და გვირაბებს აფარებენ თავს.
7 მაისს, აზოვსტალიდან იქ მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. უკრაინის ვიცეპრემიერის ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე, ამ დროისთვის, 1 000-ზე მეტი უკრაინელი სამხედროა, მათ შორის, ასობით დაჭრილია.