მარიუპოლში 6 წლის ბავშვი დეჰიდრატაციით გარდაიცვალა.
სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა ის სახლის ნანგრევებიდან ამოიყვანეს.
უცნობია, რამდენ ხანს იყო ბავშვი ნანგრევებში.
ბავშვის დედა მანამდე გარდაიცვალა.
ქალაქი მარიუპოლი რვა დღეა, რუსი ოკუპანტების ალყაშია.
ქალაქს არ აქვს საკვები, წყალი, ელექტროენერგია, გათბობა და კომუნიკაციები.
უკრაინის სახალხო დამცველის თქმით, რუსეთის შეჭრის შემდეგ ქვეყანაში 41 ბავშვი დაიღუპა, 76 კი დაშავდა.