logo
ENG



მარკ რუტე კიევში ჩავიდა

03 თებ 202614:37
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/03/ifwow6cf99cgzdt.png

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე 3 თებერვალს კიევში ჩავიდა, იმ ფონზე, როდესაც რუსეთმა ღამით უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური საჰაერო იერიში განახორციელა.

ვიზიტი ემთხვევა პერიოდს, როდესაც უკრაინა და რუსეთი ამ კვირაში მორიგი მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან. დაგეგმილია უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა აბუ-დაბიში, 4–5 თებერვალს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარკ რუტემ და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაიდან ნეზალეჟნოსტიზე მდებარე მემორიალთან სანთლები დაანთეს და დაღუპულ უკრაინელ სამხედროებს პატივი მიაგეს.

რუტემ ასევე სიტყვით მიმართა უკრაინის პარლამენტს.

 


close დახურვა