logo
ENG



მარნეულელი აქტივისტი: ექიმებმა შეამოწმეს, სულ დადიან და გვირეკავენ კიდეც მაგრამ რისკი დიდია

24 მარ 202017:41
3 წუთის საკითხავი
 

მარნეულელი აქტივისტი აცხადებს, რომ სოფლებში მოხალისეებმა და ექიმებმა სიარული დაიწყეს, რომლებიც ადგილობრივებს ამოწმებენ და აწვდიან ინფორმაციას იმ წესების შესახებ, რომლებიც საკარანტინო ზონაში მოქმედებს.

„მე ვცხოვრობ იმ ქალის მეზობლად სადაც ქელეხი იყო და სადაც აღმოჩნდა, რომ კორონავირუსით დაავადებული ადამიანი იმყოფებოდა. ქელეხზე არ ვყოფილვარ მაგრამ დედაჩემი იყო და ძალიან გვეშინია. მართალია ექიმებმა შეამოწმეს, სულ დადიან და გვირეკავენ კიდეც მაგრამ რისკი დიდია. მეზობლებშიც პანიკაა, თუმცა ვცდილობთ ამ ყველაფერს მოვერიოთ. დედაჩემი კარგადაა არც ტემპერატურა არ აქვს და იმედია ჯანმრთელად იქნება. რაც შეეხებათ ახალ დაინფიცირებულებს ვერ გეტყვით, არ მაქვს ინფორმაცია ჩვენი მეზობლები არიან თუ არა“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ტერიტორიაზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, თუმცა მედიასთან კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. ის მარნეულში მიემართება, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. გამშვებ პუნქტებზე კვლავინდებურად მოქმედებს მკაცრი წესები.


close დახურვა