logo
ENG



მარნეულის მოსახლეობა მოსავლის გარეშე რჩება - ადგილობრივები კრიზისზე საუბრობენ

18 მაი 202020:21
3 წუთის საკითხავი
 

მარნეულის მოსახლეობა წელს მოსავლის გარეშე რჩება. 56-დღიანმა კარანტინმა ადგილობრივებს დიდი ფინანსური ზარალი მიაყენა. ჩაკეტილი მუნიციპალიტეტის და უსახსრობის გამო ვერ იყიდეს საჭირო ქიმიკატები, რომლითაც მოსავლის შეწამვლას შეძლებდნენ.  

რეგიონში , საიდანაც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა ბოსტნეულით მარაგდება, გლეხებს  წელს იმდენი მოსავალიც კი არ აქვთ, რომ საკუთარი ოჯახები გამოკვებონ. ადგილობრივები მძიმე ეკონომიკურ ფონზე საუბრობენ.

სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზება ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა ან საერთოდ ვერ შეძლო, ან მიზერულ ფასად გაყიდა. ფერმერებისთვის სახელმწიფო დახმარება მხოლოდ 1 ჰექტრის ფლობის შემთხვევაშია გათვალისწინებული, მცირემიწიანები ხელისუფლებამ დახმარების იმედის გარეშე დატოვა.

შეგახსენებთ, რომ მარნეულს მკაცრი საკარანტინე ზონის სტატუსი დღეს დილას მოეხსნა, ბოლნისის რაიონი კი კვლავ ჩაკეტილია. 

 


close დახურვა