მარნეულსა და ბოლნისში ისევ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.
სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე გადაადგილებას შინაგან საქმეთა სამინისტროს და სამხედრო სამსახურის სპეციალური ჯგუფები აკონტროლებენ.
მიმოსვლის პროცესში მოქალაქეებს სიცხეს უზომავენ. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უშვებენ სატრანზიტო ტრანსპორტსაც, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, რომ ავტომობილები ქალაქის ტერიტორიაზე არ გაჩერდებიან.
ამასთან, რესპოდენტები მედიასთან საუბარში აცხადებენ, რომ საკვებ პროდუქტებზე მოთხოვნა გაზრდილია.