logo

მარნეულში არასრულწლოვანი გაიტაცეს

clock 0 clock 162 clock 14 თებ 202018:40
bi25w13pxb4va4l.jpg

მარნეულში არასრულწლოვანი გოგონა გაიტაცეს - ფაქტს „ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ.

ინფორმაცია გატაცების შესახებ რადიო „მარნეულმა“ გაავრცელა - როგორც გავრცელებულ სტატიაში ვკითხულობთ, გოგონა სრულწლოვანმა მამაკაცმა კერძო რეპეტიტორთან გაკვეთილის შემდეგ გაიტაცა. როგორც თვითმხილველები რადიოსთან ყვებიან, გოგონა რამდენიმე მამაკაცმა ძალის გამოყენებით ჩასვა მანქანაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა