logo
ENG



მარნეულში ბიულეტენების ჩაყრის საქმეზე ორივე პირს 1-1 წლით პატიმრობა მიესაჯა

20 ივნ 202516:17
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/20/iubhu9uobb1k0yh.jpeg

მარნეულში ბიულეტენების ჩაყრის საქმეზე როვშან და ეთიბარ ისკანდაროვებს სასამართლომ 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვლადიმერ წითლაურმა გამოაცხადა.

ისკანდაროვები სასამართლოს წინაშე წარდგენილნი იყვნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების განზრახ გაყალბებას ითვალისწინებს. აღნიშნული დანაშაული ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ინციდენტი 26 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, მოხდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ჩაყარეს ათეულობით საარჩევნო კონვერტი საარჩევნო ყუთში. ბიულეტენების ჩაყრა როვშან ისკანდაროვს – სადახლოს გამგებელს – მიეწერება. 


close დახურვა