logo
ENG



მარნეულში კორონავირუსი 2 ქალს დაუდასტურდა

31 მარ 202012:19
3 წუთის საკითხავი
clock 538

მარნეულში ადგილობრივმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ „ჯეოჰოსპიტალ​ში“ მყოფ ორ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

ამის შესახებ ინფორმაციას თავად „ჯეოჰოსპიტალის“ ექიმიც ადასტურებს. მარნეულის ტერიტორიაზე სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი სამედიცინო დახმარების წარმომადგენლები უკვე შევიდნენ. 

ჯერჯერობით მარნეულის მერს არ აქვს ინფორმაცია ორ ახალ ინფიცირებულთან დაკავშირებით. ასევე მარნეულის მერმა აღნიშნა, რომ 15 ადამიანია პასუხს ელოდებიან ლუგარის ლაბორატორიიდან.

„დღევანდელი დღის მონაცემებით 88 ათასი ადამიანია უკვე შემოწმებული. საველე ჰოსპიტალში იმყოფება 15 ადამიანი. ანალიზების პასუხები 1 საათის მერე გვექნება. ასევე პირველი საათის შემდეგ გვექნება თერმო-სკრინინგის ახალი მონაცემები, რომელიც 6 ერთეულში აქტიურად გრძელდება. 11 ერთეულში უკვე დასრულებულია. ბანკებთან არის ხალხმრავლობა, თუმცა იქ იმყოფებიან შსს-ს წარმომადგენლები, ასევე ზედამხედველობის წარმომადგენლები. რეკომენდაციები და საჭირო დისტანცია დაცულია“, - განაცხადა მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა.

მარნეულში დაახლოებით 88 ათას ადამიანს ჩაუტარდა თერმო-სკრინინგი. ამ დროისთვის ბანკებთან შეინიშნება ხალხმრავლობა, თუმცა იქ არსებულ სიტუაციას სამართალდამცველები აკონტროლებენ. 

მარნეულის გამშვებ პუნქტთან სიტუაცია უცვლელია, გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. ტერიტორიაზე არ წყდება მანქანების ნაკადი, რომლებსაც მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიაზე შესვლა სურთ. ტერიტორიას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და საქართველოს შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ.


close დახურვა