მარნეულში მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა - ის ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც სამოქალაქო აქტივისტი, რაშან ზიადალიევი სოციალურ ქსელში წერს, მარნეულში მომუშავე პირები „ცუდ და არაუსაფრთხო პირობებში მუშაობენ".
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.