logo
ENG



ყაზბეგის გამზირზე მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

10 სექ 202412:10
3 წუთის საკითხავი
 

ყაზბეგის გამზირის N32-ის მცხოვრებლები კორპუსის წინ მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილზე დილიდან დაპირისპირებაა.

ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა სამშენებლო კომპანია sky residence-ის მიერ ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის შეყვანის გამო.

ადგილობრივები ამბობენ, რომ კომპანია მრავალსართულიან კორპუსს უსაფრთხოების შესახებ შესაბამისი დოკუმენტის გარეშე აშენებს. ისინი უსაფრთხოების სრულ გარანტიებამდე მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. მოსახლეობა მედიასთან ჰყვება, რომ სამუშაოების დაწყებას მათ კორპუსში მოჰყვა რყევები, დაიბზარა ასფალტი.

"გაგვიჩნდა ბზარები, გაიჭედა კარი. მე პირადად ვერ შევედი სახლში, სანამ არ გამოვიძახე კარი და არ გაასწორეს კარი. ეს ყველაფერი დაფიქსირებული აქვს კომპანიას. ჩვენი ექსპერტებიც მუშაობენ ამ საკითხზე. ორი დასკვნა გვაქვს. გამოგვაცალეს ძირი, ამას ლობირებს მერია, საკრებულო, ტყემალაძე, კალაძე. საბუთებს არ გვატანენ გამგეობიდან, რომ კანონიერად არ შევიტანოთ სასამართლოში"- ამბობს ადგილობრივი.

2022 წელს ადგილზე მშენებლობის უფლება მოიპოვა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ძმამ, ალექსანდრე ივანიშვილმა, თუმცა ის მალევე გაასხვისა. ახლა მშენებლობას სამუშაოებს ატარებს კომპანია sky residence, რომელიც ადგილზე 10-სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს.


close დახურვა