logo
ENG



მარნეულში მცხოვრები აქტივისტები პრეზიდენტს გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ

10 ნოე 202213:27
3 წუთის საკითხავი
 

მარნეულში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტები და რელიგიური ორგანიზაციები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ.

როგორც ერთობლივ ბრიფინგზე აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ თქვა, "მიაჩნიათ, რომ გვარამიას შეწყალება იქნება საუკეთესო ნაბიჯი საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის აღმოსაფხვრელად".

"ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, რეგიონული მედიის, საზოგადოების და რელიგიის წარმომადგენლები მივმართავთ ქვეყნის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და ვთხოვთ, შეიწყალოს ნიკა გვარამია საქართველოში დამოუკიდებელი მედიისა და დემოკრატიის განვითარებისთვის. მიგვაჩნია, რომ ეს ნაბიჯი იქნება საუკეთესო ნაბიჯი საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის აღმოსაფხვრელად. როგორც რეგიონში მოქმედი მედია და საჯარო სექტორი, ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ დღეს თავისუფალი მედიის, კრიტიკული პირების და საჯარო სექტორის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის გამო", - თქვა ბაირამოვამ ბრიფინგზე.


close დახურვა