მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს სკოლის დირექტორს 11 წლის მოსწავლის ცემაში ადანაშაულებენ.
ინფორმაცია სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
"მარნეულში, სოფელ ულაშლოს სკოლის,დირექტორმა უკაცრავად სკოლის იმპერატორმა 11 წლის სკოლის მოსწავლეს სცემა! გავიგე, რომ ახლა პოლიციაში გამოკითხვაზე არიან", - წერს ბაირამოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ შესაძლო ძალადობაზე გამოძიება მიმდინარეობს. როგორც ფორმულას უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.