მარნეულში წყალმომარაგების სისტემის გაყვანისას მუშა დაიღუპა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
მათი ცნობით, დაახლოებით 3-მეტრიან ორმოში 4 კაცი მუშაობდა, რა დროსაც მიწა მოწყდა და ერთ-ერთი მოიყოლა. ის ადგილზე დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.