ჩინეთში მარტოხელების დღეს აღნიშნავენ. დღესასწაული ჩინელმა სტუდენტებმა ვალენტინობის დღის საპასუხოდ დააარსეს. საგანგებოდ აირჩიეს თარიღიც - მეთერთმეტე თვის მეთერთმეტე დღე, რომელსაც ოთხი ერთიანით წერენ. დღესასწაულზე მარკეტინგული უფლება ერთ-ერთმა გიგანტურმა ინტერნეტ მაღაზიამ შეისყიდა. ამ დღეს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი ფასდაკლებები ცხადდება.
მარტოხელები დღესასწაულს 29-ე წელია აღნიშნავენ.