logo
ENG



მარშალ გელოვანზე ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი დაეჯახა

15 მაი 202009:16
3 წუთის საკითხავი
 

მარშალ გელოვანის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილები კომენდანტის საათის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ერთმანეთს შეეჯახნენ.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა, მძღოლებმა დაჯახების გამო საჭე ვერ დაიმორჩილეს და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდნენ.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა მგზავრებს შორის ორი პირი მსუბუქად დაშავდა. დაშავებულები კლინიკა "ვივამედიში" გადაიყვანეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მანქანის მართვის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.


close დახურვა