logo
ENG



მარშანია სამადაშვილს:პოლიტიკური ხარაკირი უნდა გაიკეთოთ, მოდიხართ და ენას ატლიკინებთ

25 ივნ 202012:39
3 წუთის საკითხავი
 

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე იმართება. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ადა მარშანია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს სალომე სამადაშვილს დაუპირისპირდა. დეპუტატმა სამადაშვილს მიხეილ სააკაშვილის მონა და კრიმინალი უწოდა.

„პოლიტიკური ხარაკირი უნდა გაიკეთოთ თქვენ დიდი ხანია, აქ მოდიხართ და კიდევ ენას ატლიკინებთ. ვაი და უი დეპუტატნო საქართველოს პარლამენტისა. განსაკუთრებული მონა ხართ სადისტი და კრიმინალი სააკაშვილისა. ძალიან ლამაზი ვარცხნილობა გაქვს დღეს დაყენებული, ეტყობა ემზადებოდი ამ მგზნებარე სიტყვის სათქმელად"-განაცხადა მარშანიამ.


close დახურვა